სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ბორჯომის გმირი“ -ის წოდება წელს 26 - მა ფიზიკურმა პირმა და სამსახურმა მიიღო

ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე, ბორჯომის გმირი-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

მინერალური წყლის „ბორჯომის“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის, რომელიც ბორჯომის ტყის აღდგენას გუისხმობს დაფუძნდა ჯილდო „ბორჯომის გმირები“. წელს ნომინაცია ბორჯომის გმირი იმ ადამიანებს და სამსახურებს გადაეცათ, ვინც 2017 წელს ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ეპიცენტრში მუშაობდნენ. -ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ, რომლებიც.

კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს” საზოგადოებასთან რთიერთობის მენეჯერის ნიცა ჩოლოყაშვილის თქმით, დაჯილდოება ბორჯომის გმირი ერჯერადი არ იქნება და ის მომავალშიც გაგრძელდება.

„ბორჯომი“ არის ინიციატორი ბორჯომის გმირების ნომინაციისა, რომელიც იქნება ყოველწლიური და გამოავლენს და დააჯილდოვებს იმ ადამიანებსა თუ ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად იქნებიან ჩართულნი და თავიანთ წვლილს შეიტანენ ბორჯომის პრობლემების მოგვარებაში. წელს, ამ წოდებით, ის პირები, და სამსახურები დავაჯილდოვეთ, რომლებიც მუხლჩაუხრელად ასრულებდნენ თავიანთ პიროვნულ თუ პროფესიულ მოვალეობას ბორჯომის ხანძრის დროს“, - აღნიშნავს ნიცა ჩოლოყაშვილი.

„ბორჯომის გმირის“ წოდება ასევე მიენიჭა ბორჯომში ხანძრის ჩაქრობისას დაღუპულ რეინჯერს ივანე კუპრაძეს, რომელსაც 2018 წლის 5 სექტემბერს თავისი პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს ცეცხლმოკიდებული ხე დაეცა. ივანეს კუპრაძის ოჯახს კომპანია „ბორჯომმა“ ჯილდოსთან ერთად 5 000 ლარი გადასცა.

სწორედ გარემოს დაცვას, ბუნების დაცვას, თითოეული ხის შენარჩუნებას ემსახურბოდა ჩემი მეუღლე და ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია მის ღვაწლ, რომ ასე აფასებენ და პატივს მიაგებენ მის ხსოვნას. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო კომპანია ბორჯომს, - ამბობს გარდაცვლილი რეინჯერის მეულე ნათია მულაძე.

ბორჯომის გმირი -ის ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ

სამსახურები: შინაგან საქმეთა სამინისტრო, 112, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეროვნული სატყეო სააგენტო, თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის აპარატი, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტაცია და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

მოხალისეები: დავით აბრამაშვილი და თენგიზ კიკაჩეიშვილი - IDSბორჯომი საქართველოს თანამშრომლები.

ფოტოგრაფი: გიორგი კაკულია

ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურები და მათი სამუშაო ჯგუფები: რუსთავი2“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „მაესტრო“, „TV პირველი“, „იბერია“, ახალციხის "მეცხრე არხი“ და „ბორჯომის ტელევიზია.

"ძალიან ძიმე ფაქტის შემსწრენი ვიყავით და ვცდილობდით, რომ თავი არ დაგვეზოგა და მიგვეწოდებინა ჩვენი მაყურებლისთვის ობიექტურად და სწრაფად ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ხდებოდა იმ დროისთვის ბორჯომში", - აღნიშნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა სალომე ქოქიაშვილმა.

ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტყეს და მწვანე გარემოს. სულ ვცდილობ, რომ ბუნებას გაუფრთხილდე. არა მარტო ხეები,ზოგადად, ბუნება მიყვარს“,-აცხადებს ტელეკომპანია მაესტროს ოპერატორი გიორგი ჩიკაშუა.

ბორჯომში ხანძრისას სტიქიის ზონაში მომუშავე ყველა ადამიანმა ერთხმად განაცახდეს, რომ იქ იმ მომენტში ისე ასრულებდნენ პროფესიულ მოვალეობას, რომ საკუთარ სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე არ უფიქრიათ.

დაჯილდოებულებს შორის ასაკით ყველაზე პატარა ნომინანტი თემო გელაშვილი აღმოჩნდა. შარშან მომხდარი ხანძრის დროს თემო გელაშვილს ნიჩაბი არ ჰქონდა, თუმცა ის შიშველი ხელებით აყრიდა ქვიშას ცეცხლმოკიდებულ ტერიტორიებს.

სწორედ, ამის გამო გელაშვილი 2018 წლის ბორჯომი გმირად დასახელდა.

დაჯილდოების ცერემონიამდე, ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.

„ტყის საფარის აღდგენა და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, შენარჩუნება თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. ჩვენი პროექტიც, რომელიც უკვე ბევრი წელია არსებობს, სწორედ, ამას ემსახურება, დავრგოთ ახალი ნერგები და 5 წლის მანძილზე განვახორციელოთ მოვლა - პატრონობა. ასევე, მნიშვნელოვანია, ამ თემაზე ბევრი საუბარი, რათა საზოგადოების ფართო მასები ჩავრთოთ ამ აქტივობებში და ისინიც ბუნების გულშემატკივრებად გადავაქციოთ. წელს, აგვისტოს ხანძრის ერთი წლის თავზე მადლობა გადავუხადეთ ადამიანებს, რომლებმაც ბუნების მნიშვნელობა კარგად იციან, ვინც თავი არ დაზოგა და ზოგ შემთხვევაში გაწირა კიდეც იმისათვის, რათა გადაერჩინა და შეენარჩუნებინა ტყე, - განაცხადა კომპანია IDS ბორჯომის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნიცა ჩოლოყაშვილმა.

ტყის აღდგენისა და მისი შენარჩუნების პროცესში კერძო სექტორისა და ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობა მნიშვნელოვანია. დღევანდელი აქციის ფარგლებში ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო. ამ მნიშნელოვან საქმეში გარკვეული წვლილი შევიტანეთ ჩვენც, 112-ის თანამშრომლებმა და დავრგეთ ნერგები. მადლობა IDS ბორჯომს, რომ ზრუნავს გარემოსდაცვით საკითხებზე და უკვე მეოთხე წელია ჩართულია ბორჯომის ტყის საფარის აღდგენის პროექტში,“ - აღნიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის დირექტორმა ნიკა გელშვილმა.

ბორჯომის ტყის აღდგენის კამპანია მინერალური წყლის ბრენდის ბორჯომისკორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ეგიდით #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი 2015 წლიდან ხორციელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, სამი ჰექტარი ტყის აღდგენა და 7 500 ხის დარგვა მოხერხდა.

#ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი
#
ბორჯომისგმირები

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100