8 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
შეხვედრების დღეა უცხოელებთან, მოგზაურებთან. ნუ დაკრგავთ იმ ადამიანებს, რომლებიც დაგეხმარებიან განვითარებაში. კარგი დღე ელით უმაღლესი განათლების მიღების მსურველ ნიშნებს.
კურო
დაივიწყეთ წარსული და მოემზადეთ მომავლისთვის. გვიანი არაა შეცდომების გათვალისწინება და ყველაფრის თავიდან დაწყება. ფული სარფიან საქმეებში დააბანდეთ.
ტყუპი
გადახედეთ შესრულებულ საქმეებს, მიღწევებს, იქნებ დროა, მეტი დრო დაუთმოთ თვითგანვითარებას. ზოგიერთს შეეცვლება სურვილები, მიზნები.
კირჩხიბი
კარგი დღეა კონფერენციებისა და მეგობრული შეხვედრებისთვის. ზედმეტად სენტიმენტალური და გულგახსნილი ნუ ხართ ყველასთან. საკუთარი განცდები მხოლოდ დღიურს გაანდეთ.
ლომი
ახალი საქმეები არ დაიწყოთ, მაგრამ სიახლეები შეგიძლიათ შეიტანოთ მიმდინარე პროექტებში. გამოასწოროთ ის, რაც არ მოგწონთ. ერთგულ თანამოაზრეებთან ერთად თქვენთვის შეუძლებელი არაფერია.
ქალწული
ნუ ხართ ზედმეტად კრიტიკული სხვათა მიმართ. დაეხმარეთ ახლობლებს საქმეების მოგვარებაში. ზოგიერთი სწავლის გაგრძელებას გადაწყვეტს, ზოგს მისწრაფებები შეეცველება.
სასწორი
ისარგებლეთ მომენტით, რათა გაიუმჯობესოთ მატერიალური, მდგომარეობა, აიმაღლოთ სოციალური სტატუსი. ზოგიერთები მნიშვნელოვან შეტყობინებას მიიღებენ საზღვარგარეთიდან. მოაგვარეთ სასამართლო და სამოგზაურო საკითხები. ზოგიერთს მფარველი, დამრიგებელი გამოუჩნდება.
მორიელი
დღეს სირთულეებით ვერავინ შეგაშინებთ. რაც უფრო საფათერაკო იქნება საქმე, მით მეტი აზარტით იმოქმედებთ. ზოგიერთი უცხოურ ბანკში გახსნის ანაბარს. ან ვალუტას შეიძენს.
მშვილდოსანი
გარშემო მყოფებში რეიტინგის ამაღლების შანსი მოგეცემათ. იყავით მეტად მიზანიმართული და იბრძოლეთ მიზნების განსახორციელებლად. ზოგჯერ კი სხვათა წესებით უნდა ითამაშოთ.
თხის რქა
უცხოელებთან კონტაქტის, საზღვარგარეთ გამგზავრების შანსი მოგეცემათ. ნუ შეუშინდებით დამატებით ვალდებულებებს, ყველაფერს გაუმკლავდებით. იყავით მეტად კომუნიკაბელური.
მერწყული
ნაცნობობის, სამოგზაუროდ გამგზავრების დღეა. შეყვარებულები რომანის განახლებას გადაწყვეტენ. ზოგიერთი ძველ საქმეს მიატოვებს ახალი იდეების გამო.
თევზები
კარგი დღეა ახალ გარემოსთან შესაგუებლად. ზოგიერთი მშობლიურ სახლში გადაწყვეტს გამგზავრებას. შეიძლება წარსულის მოგონებებმა შეგახსენოთ თავი. ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ ვიღაც სხვა გააკეთებს თქვენს საქმეს, შეგიქმნით იდეალურ პირობებს.
კომენტარი