სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„სი-ტი პარკი“ თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს

5 აპრილს, 14:00 საათზე, კომპანია „სი-ტი პარკი“ თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებას ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) გაასაჩივრებს.

სასარჩელო მოთხოვნას კომპანიის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების პირნათლად შესრულების სასამართლოს მიერ დადასტურება წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ კომპანიასიტი პარკსხელშეკრულება შეუწყვიტა. თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღად 2018 წლის 10 აპრილი განისაზღვრა. პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „სიტი პარკისფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

ლევან ტაბიძე
577104042

[email protected]

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100