17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
შეიძლება თავი შეგახსენოთ წარსულში დაშვებულმა შეცდომამ, უსიამოვნებამ. სხვა დღისთვის გადადეთ რომანტიკული პაემანი.
კურო
სასიკეთო ცვლილებები გელით, მაგრამ ჯერ არავის გაუმხილოთ თქვენი გადაწყვეტილება. საყვარელი ადამიანის გეგმებიც გაგაოცებთ.
ტყუპი
ემოციები აკონტროლეთ, განსაკუთრებით საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას. მოერიდეთ ფულის ფლანგვას.
კირჩხიბი
სიფრთხილე გმართებთ უცნობებთან საუბრისას. ახლობლებს დაკითხვას ნუ მოუწყობთ. მოერიდეთ უსიამოვნებს ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით, ქალბატონებთან.
ლომი
სხვა დღისთვის გადადეთ კოსმეტიკური პროცედურები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, საყვარელ ადამიანთან.
ქალწული
მოერიდეთ ხმაურიან წვეულებებს. საყვარელ ადამიანთან იყავით მოსიყვარულე. ფული მოზომილად დაახარჯეთ.
სასწორი
ზომიერება გმართებთ კვებაში. ნუ დანიშნავთ პაემანს, კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებას.
მორიელი
თქვენი აზრები არავის გაუმხილოთ. დააკვირდით მოვლენებს. მგზავრობისას უცხო ადამიანებისგან მცირე დისკომფორტს იგრძნობთ.
მშვილდოსანი
ნუ დაარღვევთ წესებს, ნურავის შეუზღუდავთ თავისუფლებას. სხვა ადამიანის მცირე ესთეტიკურ ნაკლს ყურადღებას ნუ მიაქცევთ.
თხის რქა
თუ ცხოვრების თავიდან დაწყებას აპირებთ, რამდენიმე დღე მოიცადეთ. დეკემბერი დაბადებულები მოერიდეთ სტრესსა და ტრავმებს.
მერწყული
ყველას ნუ გაუმხელთ გულისნადებს. მცირე დაბრკოლებები გელით საოჯახო საქმეებში. ნუ გაართულებთ ურთიერთობას სასიყვარულო პარტნიორთან.
თევზები
გათავისუფლდით სტერეოტიპებისგან. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებს მიღებას, ფულის ფლანგვას, ცვლილებებს.
კომენტარი