სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საიდან მოდის ეკონომიკური კრიზისი?

შეუძლებელია იმ კითხვაზე პასუხის გაცემა, რომელიც ეკონომიკური კრიზისის რაობასა და წარმომავლობას მოიცავს. ბევრმა სცადა „გამოძიების“ წარმოება და ამ ბევრიდან თითოეული, სხვადასხვა დასკვნამდე მივიდა.

მიუხედავად განსხვავებული დასკვნებისა, მკვლევარები მაინც შეთანხმდნენ, რომ კაპიტალიზმი მმართველობის ყველაზე ეფექტური საშუალებაა და კერძო საკუთრება ხელშუხებელია.

ეკონომიკური კრიზისის საწყისი ეტაპი: იწყება ფასების მატება, რასაც პროდუქტების ნაკლებობა განაპირობებს, ამის შედეგად კი, ფულადი რესურსის რაოდენობა იკლებს. სიტუაცია კი, დღითიდღე, უარესდება. კრიზისი იზრდება და მთელს ქვეყანაში შესამჩნევი ხდება. ასეთ შემთხვევაში, ყველაზე ცუდ სიტუაციაში მუშათა კლასია.

ამ ვითარებაში, ხელისუფლება ბანკებს აძლევს უფლებას, დამატებითი რესურსები გამოიყენონ. ხელისუფლება იწყებს საკუთარი რესურსების ხარჯვას, რომელსაც, ძირითადად, ბანკებს გადასცემს. ასე გრძელდება პრობლემის აღმოფხვრამდე.

პირველი კითხვა: სად გაქრა ამა თუ იმ ქვეყნის ფული? ნორმალური, აწყობილი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, შემოსავალი, ძირითადად, ბანკებსა და კაპიტალის მქონე ადამიანებზე მოდის, რადგან მათი მოგება, რამდენადმე ამეტებს ყველა დანარჩენ საქმიანობას. აღსანიშნავია, რომ ქვეყანა და მისი მოსახლეობა ბანკების საშუალებით არსებობენ. ბანკებს კაპიტალის გატანა ქვეყნიდან სრულიად თავისუფლად შეუძლიათ.

მეორე კითხვა: რატომ იმართება სახელმწიფო ბანკების საშუალებით? პასუხი მარტივია, ქვეყანაში ფულის ბრუნვას ბანკი აკონტროლებს, ფული კი სახელმწიფოს არსებობის აუცილებელი რესურსია, სწორედ ამიტომ წარმოადგენს ბანკი ქვეყნის განუყოფელ ნაწილს. გამართული საბანკო სისტემის მქონე ქვეყანას, არავითარი კრიზისის არ ეშინია.

დასკვნა: კრიზისი არც თუ ისე აუცილებელია, როგორც გვეუბნებიან. ეს არ არის გარდაუვალი გზა. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური კრიზისი, ბანკირების, ხელისუფლებისა და პოლიტიკური მეცნიერებების სწავლულების დამსახურებაა. მათ ბრალი კი იმაში მიუძღვით, რომ მხოლოდ ნაცნობ გზებს მიმართავენ კრიზისის აღმოსაფხვრელად, შედეგად, ქვეყანა დაღუპვის პირას მიჰყავთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100