სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბავშვებმა თოვლის ბაბუასგან საჩუქრები მიიღეს

როგორც იცით, წინასაახალწლოდ ლეონიდ ჩერნოვეცკიმ თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე გამოცხადა კონკურსი - „წერილი თოვლის ბაბუას“, რომელშიც გამარჯვებულმა ბავშვებმა მისგან საჩუქრები ცოტა ხნის წინ მიიღეს.

„მე ყოველთვის ვცდილობ ბავშვებს დღესასწაული ვაჩუქო. ყველაზე მეტად მათი ბედნიერი სახეების ხილვა მაბედნიერებს! პატარებს სასწაულების ყოველთვის უნდა სწამდეთ და ოცნებით არასდროს უნდა დაიღალონ!


სწორედ ამიტომ, ახალი წლის დადგომამდე ჩემი „ფეისბუქის“ გვერდზე თოვლის ბაბუასთან ერთად გამოვაცხადეთ საბავშვო კონკურსი და ვთხოვეთ თავიანთი სანუკვარი ოცნებები გაემხილათ ჩვენთვის! ჩემს გვერდზე შემოვიდა უამრავი წერილი... კონკურსის გამარჯვებულების არჩევა იოლი არ იყო, მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა მაინც მოახერხა და სულში ყველაზე მეტად ჩაგვწვდა.


დღეს მსურს გაგიზიაროთ ის სიხარული და აღფრთოვანება, რომელიც ამ პატარებმა საოცნებო საახალწლო საჩუქრების მიღებისას განიცადეს:


- 9 წლის ქუთაისელი მარიამ კალანდაძე, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა, დიდხანს ოცნებობდა ველოსიპედზე და აი, როგორც იქნა, მას ეს ოცნება აუხდა!


- 4 წლის ბათუმელმა ანა გვიანიძემ საჩუქრად ბარბის სახლი, თოჯინა და სათამაშო სამზარეულო მიიღო! გოგონას უზომოდ გაუხარდა!


- 7 წლის თბილისელმა ლუკა დევაძემ საჩუქრად მიიღო ბატუტი, ხის სათამაშოები და განმავითარებელი აუდიოწიგნები.


- გიორგი და ანამარია მიქელაძეებმა თოვლის ბაბუისგან საჩუქრად მიიღეს საწერი მაგიდა, გლობუსი, რომელზეც აღნიშვნები ქართულ ენაზეა გაკეთებული და ბარბის სახლი.“ - წერს ჩერნოვეცკი თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100