სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯანდაცვის სამინისტრო Microsoft-თან თანამშრომლობას იწყებს

კომპანია Microsoft-თან შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ კორპორაციული შეთანხმება გააფორმა. ანდრია ურუშაძის უწყებას შეთანხმების გაფორმებაში კომპანია UGT დაეხმარა. შეთანხმების საფუძველზე, სამინისტრომ ლიცენზირებული პროგრამული პროდუქტები მიიღო, ასევე 3 წლის განმავლობაში ისარგებლებს მათი განახლებული ვერსიებით, მწარმოებლის ტექნიკური მხარდაჭერის სერვისებით, უზრუნველყოფს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას ავტორიზებული ტრენინგებით და ა.შ.

კომპანია UGT მჭიდროდ თანამშრომლობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, გარდა ამისა ის Microsoft–ის პარტნიორიცაა.

Microsoft-სა და UGT-ის შორის პარტნიორობა 10 წლის წინ დაიწყო და დღეისთვის UGT ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელსაც Microsoft-ის Gold Partner-ისა და Large Account Reseller-ის სტატუსები გააჩნია ლიცენზირების მიმართულებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100