კახა ოქრიაშვილი: ფარმაცევტულ კომპანიებს გაკოტრება ემუქრება
ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე, კომპანიების გაკოტრების საფრთხეებზე და რთული მდგომარეობიდან ოპტიმალურ გამოსავალზე, GBC-სთან, PSP-ს დამფუძნებელმა, პარლამენტის წევრმა კახა ოქრიაშვილმა ისაუბრა.
ოქრიაშვილის თქმით, ბაზრის სხვა მოთამაშეების გაკოტრებაც არ არის გამორიცხული.
მისი განცხადებით, PSP -ში ამ დროისთვის კრიზის-მენეჯმენტის გეგმა მუშავდება, მედიკამენტებზე არსებული ფასების შენარჩუნების მიზნით.
ოქრიაშვილი აღნიშნავს, რომ საქმეს ევროს არც ისე მკვეთრი გაუფასურება შველის, რადგანაც ძირითადად მედიკამენტები ევროზონიდან შემოდის.
მისივე განცახდებით, PSP-ის დივერისფიკაციის გეგმა ძირითადი მოხმარების მედიკამენტების არაბრენდირებული პრეპარატებით ჩანაცვლებას ითვალისწინებს, რომელთა ქიმიური მოქმედება ძვირი წამლის იდენტურია.
ოქრიაშვილის ინფორმაციით, მუშაობა მიმდინარეობს შედარებით ნაკლებადცნობილი განვითარებადი კომპანიების 100-150 დასახელების მედიკამენტის შემოტანაზე, ცალსახად ევროზონიდან.
კომენტარი