სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„დედე“ - მარიამ ხაჭვანის ახალი ფილმი სიყვარულზე

მარიამ ხაჭვანი ახალფილმზე მუშაობს. რეჟისორის თქმით, ეს არის ფილმი სვან გოგონაზე, რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს. „დედე“ მარიამის მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრის, „დინოლას“ სრული ვერსია იქნება. „დინოლა“, ისევე როგორც „დედე“, ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომელმაც მთავარი ჯილდოები 17 საერთაშორისო კინოფესტივალზე მოიპოვა და პირველი მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი გახდა, რომელიც ევროპის კინოაკადემიამ შეარჩია.

„დედეს“ გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობს, მთავარ როლებს კი ნათია ვიბლიანი, გიორგი ბაბლუანი და ნუკრი ხაჭვანი ასრულებენ. აღსანიშნავია, რომ ფილმის უმეტესი ნაწილი სვანურ ენაზე იქნება, ასევე სვანია ფილმის ყველა მსახიობი.

მარიამ ხაჭვანს სვანეთთან მჭირდო კავშირი აქვს. რეჟისორი უშგულშია დაბადებული. თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, პირველივე სადებიუტო მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „დინოლამ“ მას წარმატება მოუტანა, „დედე“ კი რეჟისორისთვის პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი იქნება.

მარიამ ხაჭვანი: „სვანეთი დიდი კულტურის მატარებელია. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა განსხვავებული ტრადიციებით, მაგრამ ეს ტრადიციები ხშირად არასწორი და უარყოფითი კუთხით არის ნაჩვენები. ამიტომ, გადავწყვიტე გადამეღო ფილმი, რომელიც ასახავს ნამდვილ სვანურ ყოფას, განსხვავებულს და საინტერესოს.“

„დედე“ სანდენსის და კანის კინოფესტივალებზე საუკეთესო პროექტებს შორის მოხვდა. რეჟისორი ცდილობს ფილმი 2016 წლის თებერვისთვის დაასრულოს, რადგან ჰქონდეს შანსი იგი კანის კინოფესტივალზე წარადგინოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100