ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი და მთავარი თემები რაზეც პრემიერმა ისაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის კანცელარიაში მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა, სადაც ის სხვადასხვა საკითხებს შეეხო, მათ შორის ლარის კურსთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს.
პრემიერის განცხადებით, ლარი უახლოეს დღეებში კიდევ უფრო გამყარდება.
ღარიბაშვილი ამბობს, რომ ოპონენტების განცხადებები მიზანმიმართული ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა იყო.
"ლარის კურსთან დაკავშირებით მოვლენები განვითარედა ზუსტად ისე, როგორც ვაცხადებდით ჩვენ, ლარმა დაიწყო გამყარება. ლარის კურსზე ძირითადი გავლენა მოახდინა შემდეგმა ფაქტორებმა, დოლარი გამყარდა ყველა ვალუტასთან, მათ შორის ევროს მიმართ, ასევე უნდა აღინიშნოს რეგიონში არსებული რთული ეკონომიკურ-პოლიტიკური ვითარება და ეს იყო ის ძირითადი საგარეო ფაქტორები, რამაც იქონია გავლენა ლარის კურსზე.
იმან, რომ ჩვენი ოპონენტების მიერ სანაგებოდ ითესებოდა პანიკა და მოსახლეობაში ხელოვნურად იქნა შექმნილი აჟიოტაჟი, მნიშვნელოვნად იმოქმედა ლარის კურსზე. ასეთი სწრაფი ტემპით არაადექვატურ ნიშნულზე დასვლა სწორედ ამან განაპირობა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერი აცხადებს, რომ აშკარაა ეკონომიკური ზრდა.
“მე მინდა შევეხო ეკონომიკურ ზრდას. მიუხედავად გამოწვევებისა, მეზობელი ქვეყნების ეკონომიკებში, საქაერთველოში წელს ეკონომიკური ზრდა გადააჭარბებს 5 %-ს... ეს არის პასუხი ცრუ ბრალდებებზე ე.წ. ექსპერტების და ჩვენი ოპონენტების მიერ ატეხილ აჟიოტაჟზე, რომლებიც იმისთვის მოქმედებენ, რომ საქართველოში გარემო გააუარესონ და მოსახლეობა კიდევ უფრო დაძაბონ“,- განცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობაში განხორციელებულ სამთავრობო ცვლილებებზეც ჰკითხეს, რომელსაც პრემიერმა „გაუგებარი აჟიოტაჟი“ უწოდა.
„ეს ცვლილებები რაც განხორციელდა, დასრულებულია ამ ეტაპისთვის, ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა თანადმებობებზე მუშაობდნენ, მათ შეასრულეს საკუთარი სამუშაო და დადგა დრო, რომ წასულიყვნენ. მე მთავრობის შემადგენლობას არ ვყოფ ჩემი და სხვისი გუნდის წევრებად, ჩვენ ვართ ერთი გუნდი.
ეს არის უსაფუძვლო სპეკულაციები. ჩვენ შევცვალეთ ბევრი
ადამიანი, 27 ცვლილება განხორციელდა, რატომ არის ეს უშუალოდ ჩემი ან სხვისი
გუნდის წევრების გადაადგილებები არ ვიცი. ბევრი მათგანი თვითონ მთხოვდა
წასვლას, მაგრამ ვთხოვე წლის ბოლომდე დარჩენა, არის დრო როცა არის საჭირო
განახლება, ახალი სისხლი უნდა შემოვიდეს",- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რაც
შეეხება კითხვის იმ ნაწილს, რომელიც პრემიერის პოსტიდან ღარიბაშვილის
შესაძლო გათავისუფლებას უკავშირდებოდა, მთავრობის მეთაურმა შემდეგნაირად
უპასუხა:
"რაც შეეხება თქვენს მეორე არასერიოზულ შეკითხვას, მე
მესმის, რომ ეს თქვენგან არ მომდინარეობს ეს, გავრცელებული ინფორმაცია, რომ
პრემიერი სხვა იქნება, იმდენად სასაცილოა, რომ არ ვიცი გიპასუხოთ თუ არა.
პრემიერ-მინისტრი არის მთავრობის მეთაური,
დემოკრატიულ სახელმწიფოში
ცვლილება ასე მარტივად არ ხდება.
მე სამი მინისტრი შევცვალე, მაგრამ აღარ ვაპირებ არცერთი მინისტრის შეცვლას. მსურს მოსახლეობას ვუთხრა, რომ მთავრობაში არავითარი ცვლილება აღარ იგეგმება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის საგანგებო ბრიფინგს ზვიად ჯანყარაშვილის
გადადგომის ირგვლივ გაჩენილი კითხვების გარეშე არ ჩაუვლია. პრემიერის ქმით,
ჯანყარაშვილი მას თანამდებობაზე ნათესავური კავშირის გამო არ შეურჩევია.
„რაც შეეხება ზვიად ჯანყარაშვილს, რამდენიმე თვის წინ გავაკეთე განმარტება, მე თავდაპირველად არ შემირჩევია ზვიადი ნათესაობის კუთხით. არასდროს დამიმალავს, რომ ის ჩემი ნათესავი იყო. ჩვბენ ურთულეს დროს ურთულეს ს მინისტროში შევედით, სამჯერ შევცვალეთ კადრები.
ძალიან რთული
მუშაობა გავწიეთ, პარაქტიკულად მარტო შევედი სამინისტროში, მე და რამდენიმე
ადამიანი, მათ შორის ზვიადი ერთგულად მედგა გვერდით, დადგა დრო, როცა
ყველაფერი დაწყნარდა, ის გაუთავებელი ბრალდებები რაც მისი მისამართით
ისმოდა. მიუხედავად ამისა, იგი მოვიდა თხოვნით რომ თანამდებობას დატოვებდა.
მან თქვა რომ ეს ბრალდებები დამღლელია მისთვის და ეს კითხვები აზიანებს
მთავრობას და ზოგადად მე, მე ვუფასებ მას პასუხისმგებლობას“, - აღნიშნა
ღარიბაშვილმა.
საუბრის ბოლოს პრემიერმა განმარტა, რომ ყოფილი პრემიერი საკადრო გადაწყვეტილებებში მონაწილეობას არ იღებს.
„როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ბატონი ბიძინა დეპარტამენტის დონეზე ერეოდეს მთავრობის საქმიანობაში?! მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ იგი მთავრობის საქმიანობაში არ ერევა. მე არ ვმალავ, რომ შესაძლოა რთულ საკითხებზე დავურეკო და აზრი ვკითხო მას, ეს ჯანსაღი პროცესია“, - განაცხადა ღარბაშვილმა.
კომენტარი