სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აქციაზე ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენეს ( VIDEO )

ტელევიზიის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეთა აგრესიულობა თანდათან იზრდება. აქტივისტებს აღიზიანებს ჟურნალისტების შეკითხვებზე იმის თაობაზე, რაში სჭირდებათ ბენზინი, ძველი ჩვრები და მინის ქილები, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე აქვთ გადანახული. დღეს აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს შორის რამდენიმე კონფლიქტი მოხდა.

როგორც წესი, აქტივისტები, შეკითხვებზე პასუხის გაცემამდე იმით ინტერესდებიან, თუ რომელ ტელეკომპანიას წარმოადგენს შეკითხვის ავტორი. იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული ტელეკომპანია თვალში არ მოუვათ, ისინი აგრესიაზე გადადიან და ჟურნალისტებს "შემოგზავნილებს" უწოდებენ.

ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "რუსთავი–2"–ის, ITV.GE-ს და "ასავალ–დასავალის" ჟურნალისტებს. აქტივისტებმა მათ "აგენტები" უწოდეს და ტენდენციურობაში დაადანაშაულეს, თუმცა, ამის დამადასტურებელი ფაქტები არ დაუსახელებიათ.

აქციის მონაწილე "სახალხო კრების" აქტივისტებს შორის ჟურნალისტებისადმი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა ახალგაზრდული ჯგუფი, რომლის წევრებსაც სახეზე ნიღაბი აქვთ აფარებული და პლასტმასის ჯოხებით არიან შეიარაღებულნი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100