სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უცნაური დაკარგვა ქუთაისში: 12 წლის გოგონამ ნამტირალები ხმით დარეკა და არ ვიცი როდის გამოვჩნდებიო

ქუთაისში 12 წლის დაკარგულ გოგონას ეძებენ.
როგორც topnews.com.ge-დაკარგული გოგონას მარიამ სულაბერიძის დედამ ეთერ გვენეტაძემ განუცხადა, გოგომ სახლი ოთხი დღის წინ დატოვა და იმის შემდეგ არ გამოჩინილა.
" სახლიდან დილით გასულა, მეზობელს უთქვამს სად მიდიხარო და არაფერი უპასუხებია. შეყვარებული ჰყავდა, როგორც ვიცოდი და მას წერდა სმს–ებს, ამიტომ ტელეფონი წავართვი. სამი დღე დახოცილები ვიყავით ნერვიულობისგან, გუშინ კი მოულოდნელად დარეკა და ნამტირალები ხმა ჰქონდა, გვითხრა, რომ ცოცხალი ვარ, მაგრამ არ ვიცი როდის გამოვჩნდებიო, 10 წელი ახსენა, შეიძლება 10 წელიწადში დავბრუნდეო. საქმეს პოლიცია უკვე იძიებს,"– აცხადებს ეთერ გვენეტაძე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100