სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ, მის გმირს ხალხმა 180 ათასი დოლარი შეუგროვა

10 წლის წინ მსახიობი რეიჩელ ფაროხი 57 კილოგრამს იწონიდა, იყო აქტიური და ცხოვრებისმოყვარე ქალი, თუმცა ანორექსიამ ის ჩონჩხს დაამგვანა, ახლა რეიჩელი 18 კილოგრამს იწონის, არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, ჩვეულებრივი საავადმყოფოს ექიმებმა მის მკურნალობაზე უარი თქვეს.

კერძო კლინიკებში მკურნალობის ფული რეიჩელს არ ჰქონდა, ამიტომ მან ინტერნეტში ვიდეო მიმართვა გაავრცელა და დახმარება საზოგადოებას სთხოვა. 25 დღეში უცნობმა ადამიანებმა დაავადებულ ქალს 180 ათასი დოლარი შეუგროვეს.

რეიჩელმა მკურნალობა უკვე დაიწყო და დიდი იმედი აქვს რომ ძვირადღირებული ექიმები მას სიკვდილისგან იხსნიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100