სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„უცნობი ქალის წერილი"

ამონარიდები შტეფან ცვაიგის „უცნობი ქალის წერილიდან“


„სიკვდილი აღარ მიმძიმს, რაგდან შენ ამას შორიდან არ გრძნობ. ჩემს სიკვდილს შენთვის ტკივილი, რომ მოეყენებიან, ალბათ სიკვდილსაც ვერ შევძლებდი ... "

,, ... ვიცი-რასაც ვამბობ, ეს ყოველივე გროტესკული გადაჭარბებაა, ბავშვური სიულელეა. კდემამოსილება მოითხოვს მრცხვენოდეს ამისა, მაგრამ მე არა მრცხვენია: ჩემი სიყვარული შენდამი არაოსოდეს ყოფილა ასე წმინდა და მხურვალე როგორც იმხანად, ბავშვურ ოცნებათა წლებში."

,, .. იმდენი ვიოცნებე, რომ, თუ შეიძლება ასე ითქვას ოცნება გავცვითე, კიდეც."

,, ... - ისიც, ვინც მე მიყვარდა, ხშირად მიმემგზავრებოდა ხოლმე.
- მოგზაურობიდან ხომ ბრუნდებიან?
- დიახ ბრუნდებიან... - მაგრამ ყველაფერს ივიწყებენ ხოლმე ....
- კარგს არ ივიწყებენ და არც შენ დაგივიწყებენ.. "

,, ... -ერთ ცალს ხომ არ მაჩუქებდი ამ თეთრი ვარდებიდან?
- დიდი სიამოვნებით.
-შეიძლება ეს ვარდები ქალმა გისახსოვრა, რომელსაც უყვარხარ?
-შეიძლება. მე არ ვიცი. ვიღაცამ გამომიგზავნა, მაგრამ ვინ წარმოდგენა არ მაქვს. ამიტომ მიყვარს ისინი,
- შეიძლება ეს ვარდები იმ ქალისგანაა რომელიც დაივიწყე?
გაკვირვებული მომაშტერდი. შენს მზერას გავუძელი. ,, მიცანი, ახლა მაინც მიცანი."

,, ... ამ ერთ წუთში შეიძლება ჩემს შესახებ იმაზე მეტი გაიგო, ვიდრე შენ მთელი ცხვორების განმავლობაში. ყველა, ყველა მანებივრებდა, ყველა კეთილი იყო ჩემდამი, მხოლოდ შენ დამივიწყე, მხოლოდ შენ, მხოლოდ შენ ერთმა ვერ შეძელი ჩემი ცნობა... "

..სიკვდილი აღარ მიმძიმს, რაგდან შენ ამას შორიდან არ გრძნობ. ჩემს სიკვდილს შენთვის ტკივილი, რომ მოეყენებიან, ალბათ სიკვდილსაც ვერ შევძლებდი ... "

,, ... ახლა შენ იცი, არა, მხოლოდ ხვდები, როგორ ძლიერ მყვარებიხარ!, მაგრამ ეს სიყვარული ტვირთად არ დაგწოლია. არ მომისაკლისებ - და ეს მამშვიდებს. არაფერი არ შეიცვლება შენს ლამაზ, ნათელ ცხოვრებაში. ჩემი სიკვდილით ჩირქს არ მოგცხებ ... ეს, მხოლოდ ეს მამშვიდებს, ჩემო საყვარელო! ... "

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100