Spotlight წელს განახლებული ფორმატით გაიმართა და ის მთლიანად სტარტაპებსა და სტარტაპერების თემას დაეთმო.
წლევანდელი spotlight-ის მეგობარი თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი" გახდა და მის მიზანს დამწყები ბიზნესების წახალისება და იდეებისა და ინფორმაციის გაცვლით სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა.
ერთი დღის განმავლობაში, დღის პირველ ნახევარში პარალელურად მიმდინარე პანელ დისკუსიებითა და დღის მეორე ნახევარში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა 15 წუთიანი ინსპირაციული გამოსვლებით, სტარტაპერებმა არაერთი სასარგებლო რჩევა მიიღეს და კონკრეტული მაგალითებით სპიკერების გამოცდილება გაიზიარეს.
წლევანდელ Spotlight-ს 500-მდე სტუმარი დაესწრო. ღონისძიებაში მონაწილეობას 30 სპიკერი იღებდა სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის კერძო და სახელმწიფო სექტორიდან.
სპიკერებს შორის იყვნენ: დათო გოგიჩაიშვილი, ლევან ბახია, გიორგი პოპიაშვილი, ლევან გიორგაძე, ქეთა ლომიძე, ვახო ვახტანგიშვილი, ანდრო დგებუაძე, შოთა ჩინჩალაძე, ალექსი ჩიქოვანი, თეკუნა გაჩეჩილაძე, მედეა ტაბატაძე...
Spotlight Marketer.ge-ს ინიციატივით 2013 წლიდან იმართება და ის ყველაზე მასშტაბურ მარკეტინგულ ღონისძიებას წარმოადგენს რეგიონში.
კომენტარი