„ქართუ ბანკის“ დირექტორატის წევრმა გარიგებაზე უარი თქვა და თანამდებობა თვითონ დატოვა
ბიძინა ივანიშვილის "ქართულ ოცნებაში" ფულის გათეთრების ახალი სქემა გამოიკვეთა. "ქართუ ბანკის" დირექტორატის წევრი რამაზ ქურდაძე აცხადებს, რომ მას უჩვეულოდ მაღალი პრემია ჩაურიცხეს და მოსთხოვეს, რომ ეს თანხა "ქართული ოცნების" ანგარიშზე გადაერიცხა.
ქურდაძეს თქმით, მისთვის მსგავსი გარიგება მიუღებელი აღმოჩნდა და ამის გამო სამსახური უკვე დატოვა.
"ბანკში მისი დაარსების დღიდან ვმუშაობ. ჩემი პოლიტიკური შეხედულებები არასდროს დამიმალავს და ამას მუშაობაში ხელი არ შეუშლია ბოლო პერიოდამდე. ჩემი წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ბოლო პერიოდში ჩამერიცხა ალოგიკურად დიდი ოდენობის პრემია, რომელიც უნდა გადარიცხულიყო "ქართული ოცნების" ანგარიშზე, რაც მე არ გავაკეთე". - აცხადებს ქურდაძე და დასძენს, რომ ჩარიცხული პრემიის გამოყენებას საერთოდ არ აპირებს.
მსგავსი კორუფციული გარიგების ფაქტი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანიებში კონტროლის პალატამ გასულ კვირასაც გამოავლინა.
კომენტარი