სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შსს-ს თანამშრომელი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

ახალციხეში, სოფელ წნისში ავტოსაგზაო შემთხვევას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა ბორდიურს შეეჯახა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომელი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა და ავარიაში პირადი მანქანით მოჰყვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100