სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მიმტანის ანაზღაურება საათში 1 ლარია" - ნახეთ ამჯერად რომელ რესტორანს ამხელს თანამშრომელი

"დაუნთაუნის" თანამშრომელი აქსანა თოფურია კაფე-რესტორანს ამხელს და დაწესებულების შიდა სამზარეულოზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

"გთხოვთ, ყველამ წაიკითხეთ: 1.ფრესკო 2.ბიბლუსი 3. რესტორანი ,,დაუნთაუნი,, - რესტორან ,,დაუნთაუნში,, მიმტანის ანაზღაურება საათში 1 ლარია, 1 ლარი:)) ანუ თვეში 15 სამუშაო დღე .1 ლარზე საშუალოდ თვეში 150-170 ლარი,ეს ისეთ რესტორანში, სადაც საშუალო დონის ვახშამი სულ რაღაც 200 ლარი დაგიჯდებათ. (მე სხვა ხელფასი გამომდიოდა,რადგან სხვა გრაფიკით ვმუშაობდი).ხელფასი უნდა ირიცხებოდეს თვეში 2 ჯერ, თვის 1დან 5მდე და 15დან 17 რიცხვამდე. (ხელშეკრულებაში ასე წერია)ანუ ამ თვის ხელფასი მაქსიმუმ უკვე 5 დღის დარიცხული უნდა იყოს, თუმცა არ დაურიცხავთ ჯერ და რათქმაუნდა ბოლო 5 თვის მსგავსად ტყუილში კიდევ მინიმუმ მომდევნო კვირა გავა, მოტყუებული დასაქმებულები კი ელოდებიან სესხის ფულს, პურის ფულს, გზის ფულს.

რატომ არ იღებენ ხმას? იმიტომ, რომ დღეს სხვა სამსახურში გადასვლის შანსი არ აქვთ, დრო უნდა ყველაფერს,ახალი სამსახურის შოვნას მითუმეტეს,ამიტომ ელოდებიან, ელოდებიან.. ზოგს შვილები ყავს, ზოგს სესხი აქვს, ზოგი ქირითაა და ყველა იმიტომ მუშაობს,რომ ანაზღაურება მიიღოს. კვება დაშვებულია დღის 1 საათიდან, ძირითადად კარტოფილი და კვერცხი, კარგ შემთხვევაში ბოსტნეულის სუპი და გაყინული ქათმის ბარკალი:)) დირექტორმა ბრძანა, თუ არ მოგწონთ კვება, სახლიდან წამოიღეთ საჭმელიო. თუ მაინც კიდევ მოგინდათ იქ შესვლა, გთხოვთ, არაფერი გაგიტყდეთ ან ხელს არაფერი გამოაყოლოთ,საფერფლე 6€ არის შეფასებული, ჭურჭელი 30-40 ლარად და ყველაფერს პერსონალი იხდის, ყველა დანაკლისს:)) მაშინ როცა მიმტანის ხელფასი 150ლარია, შესაძლოა მას ერთი ,,პოდნოზით,, მთელი თვის ხელფასის ჭურჭელი მოჰქონდეს თქვენ მაგიდასთან.

2 კვირით ადრე ვერ გავაფრთხილე ადმინისტრაცია სამსახურიდან წამოსვლის თაობაზე,1 კვირა გამომდიოდა( როგორც კი ამიყვანეს სხვა სამსახურში გასაუბრებიდან,იმ დღესვე ვუთხარი რესტორნის ადმინისტაციას), დირექტორმა ხელფასს არ გადავუხდიო ბრძანა:)) მეწყინა, წელიწადნახევარი იქ ვირული მუშაობა ყელში ბურთივით გამეჩხირა,3საათის ძილი 24 დღე ღამეში თვალებიდან ცრემლებად წამსკდა, ყოველდღიურად უჩემოდ გაზრდილი შვილების მონატრება მეტკინა და სტატუსი დავწერე ადმინისტრაციის სასაყვედურო, დირექტორმა ახლა ბრძანა ახლავე სახლში წავიდესო, სტატუსის გამო,სიტყვის თავისუფლებითვის სამსახურიდან გამიშვეს, მერე ეს არ მაკმარა, მოვიდა და მითხრა: წლებია გარჩენო, ( რეაქციას ვერ გამოვხატავ ამაზე), შენ თუ სოფლიდან ჩამოხვედი და ქირით ცხოვრობ, ჩემი პრობლემა არ არისო :)))) (პირადი შეურაცხყოფა, მორალური, ფინანსური ზარალი,11 დღის ხელფასის დაქვითვა)

ხალხო,ასეთ პირობებში მომუშავე მზარეულის გაკეთებული საჭმელი და დამწუხრებული მიმტანის მიერ მოტანილი ცეზარი არ გინდოდეთ რა. ბ ო ი კ ო ტ ი ,,დაუნთაუნს,, . პ.ს. მცირედია ეს იმასთან შედარებით , რაც იქ ხდება

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100