ასე „გააშაყირეს“ 82 წლის სპირიდონა ბაბუა ახალგაზრდებმა
სოციალური ქსელის ერთ-ერთი ქართველი მომხმარებელი, ალეკო ჩაჩანიძე სახალისო ამბავს იხსენებს.
გურიაში ვართ დათი კვერღელიძესთან, ბაბუის ძმა-სარდიონა (82წ.) გავიყოლეთ საქეიფოდ რესტორანში. მანქანაში დავსვით წინ.
დათომ სთხოვა-ბარდაჩოკში სიგარეტია და მომაწოდეო. იქ ბაბუს დეზოდორანტი დახვდა
- რაია აგი ბაბუ? - შეეკითხა დათოს, დათომ თვალი გვიყო
-არაა მაი შენი საქმე, აღარ გჭირია მაგფერი რაცხა-გასცა პასუხი. ჩააჯინდა სარდიონა. – აგი, ბაბუ, ქალებთან როცა ვარ და მეშინია სიმთვრალით მარცხი არ მომივიდეს, იმიზაა,მივისხამ და ვარ მერე ლომივით!
ვიქეიფეთ,ვბრუნდებით, სარდიონამ გაუბედა
- მათხუე, ბაბუ, აი რაცხა. - ატყდა სიცილი.
-რად გინდაო, -ვკითხეთ
-ერთი ცა მყვანდა გულში, ახლა იგიც ქვრივია და მეც, იქნებ გამევიდეს რაცხა!
მივეცით.
მეორე დრეს სარდიონა აღარ გაგვახსენდა,არც თავად შეგვეხმიანა. მესამე დილაა-7 სთ.ისმის ბაბუის ძახილი
-დათოიე! დათოიე! გადადგა დათო აივანზე
-რავა, სარდიონა, მოკდა ვინმე?
სარდიონამ ერთი ამოხედა, ის დეზოდორი ამოაგდო და გულმოსულმა ამოსძახა
- ნახე ერთი მაგას გოდენ თუ აწერიენ გოდენ!
კომენტარი