სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ექსპერტიზის დასკვნით, 10 თვის ბარბარე ქვევრში ცოცხალი ჩააგდეს

10 თვის ბარბარე ლაფარიანცის დაღუპვის მიზეზი სასუნთქ გზებში სითხის მოხვედრის შემდგომი ასფიქსიაა, – ასეთი დასკვნა გაიცა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის სასამართლო–სამედიცინო ბიუროს კახეთის განყოფილებაში, რაც მიანიშნებს, რომ ქვევრში ჩაგდებამდე ბავშვი ცოცხალი იყო. ექსპერტიზა ამ დრომდე ცდილობს გასცეს პასუხი, დაახლოებით რა დროს დადგა სიკვდილი, რის შემდეგაც გაირკვევა, გაუჩინარებიდან რამდენ ხანში ჩააგდეს ჩვილი ქვევრში დღემდე დაუდგენელმა პირებმა.

თავდაპირველად გამომძიებლები ვარაუდობდნენ, რომ შესაძლოა, გამტაცებლებს ბავშვი შემთხვევით გაეგუდათ და ამის შემდეგ გადამალეს, თუმცა, ექსპერტიზის დასკვნამ ძიების მიმრთულება შეცვალა. შეგახსენებთ, რომ ექიმების თქმით, ქვევრიდან ამოყვანისას 10 თვის ბარბარე ცოცხალი იყო და ის საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.

კახეთში არჩევნების წინადღეს მომხდარი ამ საზარელი ტრაგედიის გამოძიება პირად კონტროლზე ჰყავდა აყვანილი შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ეკა ზღულაძეს, ხოლო არჩევნების სემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიება მის პირად კონტროლზე გადავა.

„ბარბარე ლაფარიანცის სიკვდილის მიზეზი არის ასფიქსია სასუნთქ გზებში სითხის მოხვედრით“, – სიტყვასიტყვითაა აღნიშნული სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის სასამართლო–სამედიცინო ბიუროს კახეთის განყოფილების მიერ გაცემულ დასკვნაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100