სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ლელომ” ქუთაისს საარჩევნო პროგრამა წარუდგინა

ქუთაისის მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა "ლელოს” ლიდერებმა გააცნეს და პარალელურად ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა ნაცვლიშვილი წარუდგინეს.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც მოსახლეობას გვერდით დაუდგება, “ლელოა”.

“ყოველდღე ვხვდები მოსახლეობას და მოქალაქეებიც სულ უფრო მეტად აფიქსირებენ თავის მხარდაჭერას “ლელოს” მიმართ, რადგან ხვდებიან, რომ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც მოსახლეობას გვერდით დაუდგება, “ლელოა”. ჩვენმა გუნდმა ნამდვილად შემოიტანა პოლიტიკაში ახალი სტანდარტი, როდესაც მოსახლეობას დაუბრუნა იმედი. პარტიას ჰყავს ცოდნაზე, კომპეტენციაზე, გამოცდილებაზე და ქვეყნის სიყვარულზე დაფუძნებული გუნდი. და ეს გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დავამარცხოთ სიღარიბე და შევაჩეროთ ის პროცესები, რომელმაც ჩიხში შეიყვანა საქართველო; შევქმნათ ჯანდაცვის განათლების და მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს,” - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100