სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი გააუმჯობესეთ საქმეები, ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან. ყურადღება არ მიაქციოთ ბოროტი ადამიანების რეპლიკებს. მოერიდეთ აგრესიულ რეაქციებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტს ვერსად გაექცევით.
კურო
დღის პირველ ნახევარში სასიამოვნო შეხვედრები დაგეგმეთ და მარტივი საქმეები შეასრულეთ. საღამოს მოერიდეთ ახალი ინსტრუმენტების გამოყენებას, ექსპერიმენტებს. ნებისმიერი გაუფრთხილებლობა შეიძლება ტრავმით, კამათით ან ნივთების დაზიანებით დასრულდეს.

ტყუპი
დაკისრებული ვალდებულებები პირნათლად შეასრულეთ. დაწყებულ საქმეებს დაასრულებთ და მიღებული შედეგით კმაყოფილი დარჩებით. პარტნიომა ან მეგობარმა შეიძლება ექსპერიმენტში, კასტინგში ან სამეცნიერო კვლევაში შემოგთავაზოთ მონაწილეობის მიღება.

კირჩხიბი
დილა დასვენებას, გამოძინებას დაუთმეთ. მშვიდად დაგეგმეთ დღევანდელი დღე. რთულ ვალდებულებებს ნუ დაისახავთ. მოერიდეთ ემოციურობის გამოხატვას. განსაკუთრებით სიფრთხილე მართებთ ივლისის კირჩხიბებს.

ლომი
გაიხედეთ წარსულში, გაიხსენეთ თქვენი გამარჯვებები და თავაწეულმა გააგრძელეთ სვლა. კონკურენტებს მარტივად ჩამოიშორებთ, თუ გვერდით ერთგული პარტნიორები გეყოლებათ და კარგად გააზრებული გეგმით იმოქმედებთ.

ქალწული
თუ ხვდებით, რომ ადამიანი, რომელთაც უსიამოვნება შეგემთხვათ თქვენთვის ძვირფასია, დაარღვიეთ სტერეოტიპები, შეეხმიანეთ და ურთიერთობის მშვიდად გარკვევა შესთავაზეთ. მათ, ვინც ცეცხლთან თამაში გადაწყვიტა, უსაფრთხოების ნორმები უნდა დაიცვას. ეცადეთ, ისე იმოქმედოთ, რომ სულიერი და ტრავმა არ მიიღოთ.

სასწორი
საღამოსთვის არაფერი დაგეგმოთ. შეიძლება

დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეგეცვალოთ გეგმა. დღეს შეიძლება დიპლომატიურობა დაივიწყოთ და სპორტული აზარტით შეუდგეთ კონკურენტების განადგურებას. თუმცა, სიფრთხილეს თავი არასდროს სტკივა, არავინ იცის, რას მოიმოქმედებს პარტნიორი.

მორიელი
დილა სასიამოვნო საქმიანობას დაუთმეთ. შეიძლება დღის განრიგი შეგეცვალოთ ან სამსახური. უფროსმა ან მშობლებმა შეიძლება ახალი ვალდებულებების შესრულება დაგავალონ. დიპლომატიურად იმოქმედეთ და არ გათქვათ სხვათა საიდუმლო.

მშვილდოსანი
დილა დასვენებას, ძალების აღდგენას დაუთმეთ. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრების გარემოცვაში. საღამოს ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენას შეძლებთ. კარგია მეგობრული წვეულების მოსაწყობად.

თხის რქა
დილას ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც დაგეგმავთ. საღამოს შეიძლება შეგეცვალოთ გეგმები. ზოგიერთს მშობლები ან საყვარელი ადამიანი ბუნტს მოუწყობს და სიახლეებს შესთავაზებს. სიფრთხილე გმართებთ ელექტროობასთან, ცეცხლთან.

მერწყული
დღეს არ უნდა იზარმაცოთ. საღამოს გარშემო მყოფებს დანაპირები უნდა შეუსრულოთ და ლაპარაკიდან საქმეზე გადახვიდეთ. კარგი დღე ელით ჟურნალის, პოლიტიკოს და პროგრამისტ ნიშნებს.

თევზები
დილა მშვიდი საქმეების შესრულებას დაუთმეთ. არ აჩქარდეთ და მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ. საღამო სასიამოვნო მოვლენებით გექნებათ დატვირთული. ზოგიერთი ნოუტბუკის ან პლანშეტის ყიდვას გადაწყვეტს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100