სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანრი ოხანაშვილი - „როგორც ჩანც ბატონი ოქუაშვილი მიხვდა, რომ შანტაჟი ვერავის გაუვა სახელმწიფოსთან

„როგორც ჩანც ბატონი ოქუაშვილი მიხვდა და მიიღო ალბათ ერთადრერთი სწორი გადაწყვეტილება, მიხვდა იმას, რომ შანტაჟი ვერავის გაუვა სახელმწიფოსთან, აუცილებელი და სავალდებულოა ვალის გადახდა“ - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა „ომეგა ჯგუფის“ მიერ დავალიანების გადახდის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.


მისი თქმით, მისასალმებელია ომეგა ჯგუფის გადაწყვეტილება. „რადგან ომეგა ჯგუფმა მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომ დაიწყოს ვალის გადახდა, ამას სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოყვეს შემხვედრი რეაქცია, რათა ხელი შეეწყოს ტელეკომპანია „იბერიას“, აღადგინოს მაუწყებლობა და ეს ყველაფერი კერძო ბიზნესინტერესს არ გადაყვეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი სამუშაო ადგილი, ჟურნალისტებისთვის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელება“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100