თბილისში 13 წლის გოგო მე-13 სართულიდან გადმოხტა
თბილისში 13 წლის გოგო მე-13 სართულიდან გადმოხტა. გარდაცვლილის ოჯახი ეჭვობს, რომ მოზარდი ინტერნეტ-თამაშის მსხვერპლია.
"ქრონიკისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ე.წ ლურჯი ვეშაპის მორიგი მსხვერპლია.
"მინდა ჩემი შვილის ამბავი ყველას მოვუყვე, რომ სხვა ბავშვები დავიცვა. ეჭვი გაქვს, რომ თამაშობდა ლურჯ ვეშაპს, აურიეს ტვინი და მე-13 სართულიდან გადმოხტა. ვერაფერს ვამჩნევდით, შსს-მ წაიღო ყველაფერი. გთხოვთ გააკეთოთ რეპორტაჟი, ეს რაღაც მოდებულია. ჩემი შვილი პირველი შემთხვევა არ არის. ყველა მშობელმა უნდა იცოდეს ეს, მე საუბრის თავი ახლა არ მაქვს ნამდვილად, მაგრამ სხვა მშობლებს მინდა მივაწვდინო ხმა", - განაცხადა გარდაცვლილის დედამ.
მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო 115-ე, თვითმკვლელობამდე
მიყვანის
მუხლით
იძიებს.
ძალოვანი
უწყების
ინფორმაციით,
პირველადი
მონაცამებით,
მომხდარი
სავარაუდოდ
ინტერნეტ-თამაშს
არ
უკავშირდება.
31 აგვისტოს,
გავრცელდა
ინფორმაცია,
რომ რუსეთში ხაბაროვსკის
ოლქში
სოციალურ
ქსელებში
გავრცელებული
“სიკვდილის
ჯგუფის“,
იგივე
“ლურჯი
ვეშაპის“
ორგანიზატორი
დააკავეს.
კომენტარი