სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამერიკის ,,თავისუფლების ლედი“ რემონტს საჭიროებს

ნიუ–იორკის 93 მეტრიანი ღირსშესანიშნაობა, თავისუფლების ქანდაკება რემონტს საჭიროებს, რომელიც 27.5 მლნ. ამერიკული დოლარი დაჯდება. ამის შესახებ აშშ–ს შინაგან საქმეთა მინისტრმა კენ სალაზარმა განაცხადა.

როგორც აშშ–ს ნაციონალური პარკების სამსახურში აცხადებენ, 125 წლის ქანდაკების შიგნით ახალ ფილტრებსა და კიბეებს დაამონტაჟებენ. მიუხედავად იმისა, რომ ქანდაკების რემონტი იწყება, თავისუფლების კუნძულზე მოხვედრა აკრძალული არ იქნება, უბრალოდ ტურისტები ქანდაკების შიგნით შესვლას ვერ შეძლებენ.

ყოველწლიურად თავისუფლების ქანდაკებას, ან როგორც მას ნიუ–იორკელები უწოდებენ ,,თავისუფლების ლედის“ 3,5 მლნ. ადამიანი სტუმრობს. მათი უმრავლესობა შიდა კიბეებით არ სარგებლობს და ქანდაკებაზე ზემოთ არ ადის.

ქანდაკება საზოგადოების ორ მნიშვნელოვან ფასეულობას აერთიანებს: თავისუფლება და დემოკრატია. აღნიშნული სკულპტურა 1886 წელს საფრანგეთმა აშშ–ს ამერიკის რევოლუციის ასი წლისთავთან დაკავშირებით აჩუქა. ის ლიბერტი–აილენდზე (თავისუფლების კუნძულზე) მდებარეობს ნიუ–იორკის უბეში ჰუძონის შესართავთან.

ქანდაკების სკულპტორი ფრედერიკ ოგიუსტ ბართოლდი გახლდათ. მონუმენტის შიგნითა სტრუქტურა ალექსანდე გუსტავ ეიფელმა დააპროეტქა, რომელიც საფრანგეთის ღირსშესანიშნაობის ეიფელის კოშკის ავტორია. ამჟამად თავისუფლების ქანდაკება აშშ–ს ყველაზე ცნობილი სიმბოლოა და უფრო ვრცელი მნიშვნელობით, ჩაგვრისგან განთავისუფლებას აღნიშნავს. მოქანდაკეებმა ,,თავისუფლების ლედის“ შთაგონებად როდოსის კოლოსი გამოიყენეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100