მეტეოროლოგები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ
მეტეოროლოგები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ. ნულს ქვემოთ ტემპერატურის ვარდნა, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოშია მოსალოდნელი. სპეციალისტები ჯერჯერობით ვერ პროგნოზირებენ, რა ზიანი შეიძლება, მიაყენოს ყინვამ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას.
დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა 22 მარტიდან დაიწყება და 24-მდე გაგრძელდება. ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოშიც.
სინოპტიკოსების მტკიცებით, საქართველოს მასშტაბით ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემაა მოსალოდნელი, რაც, სავარაუდოდ, საადრეო ჯიშის ნარგავების დაზიანებას გამოიწვევს.
ტემპერატურა საქართველოს ბარში მინუს 3 გრადუსამდე დაიწევს, მაღალმთიან რეგიონში კი მინუს 7-მდე.
კომენტარი