ენოტი ეროტიკულ ვიდეო რგოლში გადაიღეს - ზოოპარკი ცხოველის უფლებების დარღვევისთვის სასამართლოში ჩივის
რუსული კონტაქტური ზოოპარკის „ცხოველები სათამაშები არ არიან“ ხელმძღვანელობა კომპანია "Арт-Мск"-ს უჩივის სასამართლოში ცხოველების უფლებების დარღვევისთვის. საქმე ეხება ენოტს, რომელიც გასული წლის აგვისტოში დაიქირავა გადამღებმა ჯგუფმა, სულ ცოტა ხნის წინ კი გაირკვა, რომ ცხოველი ხელმძღვანელობისგან დაუკითხავად ეროტიკული ჟანრის ვიდეოში გადაიღეს.
თავდაპირველად ზოოპარკის ხელმძღვანელობამ სტუდიისგან მოითხოვა იმ ფოტო და ვიდეო მასალების განადგურება, სადაც ენოტი შიშველ მსახიობთან ერთადაა კადრში. იმის გამო, რომ გადამღები ჯგუფისგან არანაირი ნაბიჯი არ მოჰყოლია მოთხოვნას, ზოოპარკის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, სასამართლოს მეშვეობით დაპირისპირებოდა სტუდიას და სარჩელი შეიტანა მის წინააღმდეგ. გამომდინარე იქიდან, რომ ენოტთან ერთად გადაღებულ უამრავ ფოტოში მსახიობი მთლიანად შიშველია და არც ისე კარგი სანახავია, დრონი.ჯი მხოლოდ იმ ფოტოებსა და ვიდეოს გთავაზობთ, რომელიც შედარებით ესთეტიურია.
კომენტარი