სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ევროვიზია საქართველოს პროდიუსერი სასწრაფო განცხადებას ავრცელებს

ევროვიზია საქართველოს პროდიუსერი ნათია უზნაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

„ჩემი სტატუსებით იშვიათად გაწუხებთ და ძირითადად, ის ევროვიზიას უკავშირდება. ჩემო მეგობრებო, ახლაც თქვენი დახმარების იმედი მაქვს. დღეს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალია. საქართველოს წარმომადგენლები ნიკა კოჩაროვი და YoungGeorgian Lolitaz მე-16 ნომრად გამოვლენ.

გთხოვთ, არ დაგეზაროთ და უცხოეთში მცხოვრებ მეგობრებს გააგებინოთ, რომ უყურონ თავისი ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს, სადაც იქნება მითითებული ნომერი და არ დაიზარონ დარეკონ ან მოკლე ტექსტური შეტყობინება გააგზავნონ. თითოეული ზარი და სმს ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი მონაწილეებისთვის.

დიდი მადლობა“ - წერს უზნაძე სოციალურ ქსელში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100