სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პუტინი პავლე მოციქული ყოფილა

ცნობილი გახდა, რომ ნიჟნი ნოვგოროდთან მოქმედებს არაფორმალური რელიგიური გაერთიანება, რომელიც თვლის, რომ ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერი, ვლადიმირ პუტინი ერთ-ერთ წინა ცხოვრებაში (ამ სექტას მიაჩნია, რომ რამდენიმე „წინა“ ცხოვრება არსებობს) , არც მეტი, არც ნაკლები... პავლე მოციქული იყო.

ამ ორგანიზაციის აზრით, ამჟამად პუტინი კიდევ ექვს მოციქულთან ერთად დაუნდობლად ებრძვის ანტიქრისტეს წარმომადგენლებს, რომლებიც, რატომღაც, ასვე შვიდნი ყოფილან. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვინმე სვეტლანა ფროლოვაა, რომელსაც აქაურები იცნობენ, როგორც დედა ფოტინეს.

ის აცხადებს, რომ პუტინს ჯერ კიდევ ერთ-ერთი წინა ცხოვრებიდან იცნობს, როცა პრემიერი მთავარი (ვლადიმირი) იყო, თვითონ ფოტინე კი - დედოფალი ოლგა. აღსანიშნავია, რომ რელიგიური რიტუალების შესრულების დროს გალობის ნაცვლად სექტის წევრები ცნობილ საბჭოთა სიმღერას - Пусть всегда будет солнце იყენებენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათთვის ცნობილია სექტის არსებობის შესახებ, ადგილობრივი სამართალდამცველების თქმით, რამდენიმე ათეული ხელმოწერით მათ მიიღეს წერილი, სადაც ამ სექტის ხელმძღავენელის დაკავებასა და სექტის გაუქმებას ითხოვენ,

მაგრამ სამართალდამცველები ამბობენ, რომ სექტა არ არღვევს რფ-ის არცერთ კანონს და მისი გაუქმების, მით უმეტეს, ვინმეს დაკავების უფლება არა აქვთ. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე სექტის არსებობის შესახებ შეკითხვა პუტინის პრესმდივანსაც დაუსვეს, რომელმაც მხრები აიჩეჩა და განაცხადა, რომ ამ სექტის შესახებ არაფერი იცის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100