Maxim-მა ყველაზე სექსუალური ქალები დაასახელა
მას შემდეგ რაც კეიტ მიდლტონი პრინცი უილიამის ცოლი და კემბრიჯის ჰერცოგინია გახდა, იგი იმ ქალბატონების ასეულში შევიდა, რომლებსაც მსოფლიო საზოგადოება ყველაზე ლამაზებს, სექსუალურებს და სასურველს უწოდებს.
ერთ–ერთმა პოპულარულმა ჟურნალმა - maxima-მა გამოაქვეყნა თავისი ტრადიციული ყოველწლიური რეიტინგი, "Hot 100", სადაც მსახიობები, მომღერლები და სუპერმოდელები ლიდერობენ.
ქეით მიდლტონს 26–ე ადგილი ერგო, რაც არც თუ ისე ცუდია დებიუტანტისთვის, რომელიც ამ ასეულში პირველად მოხვდა. მართალია მიდლტონი ლამაზი გოგონაა, მაგრამ მისი სტატუსი აღნიშნულ ასეულში იმანაც განაპირობა, რომ ხმის მიცემა სამეფო ქორწილის დროს მიმდინარეობდა.
2011 წლის ჩამონათვალში ვერ შეხვდებით ჰოლივუდის ვერცერთ ისეთ მაღალანაზღაურებად მსახიობს, როგორებიც არიან ანჯელინა ჯოლი და ჯენიფერ ენისტონი. ისინი უფრო ახალგაზრდა ვარსკვლავებმა, ლეიტონ მისტერმა, მეგან ფოქსმა და მილა კუნისმა შეცვალეს. მიუხედავად ამისა, მეოთხე ადგილი 38 წლის მსახიობს, კამერონ დიასს ერგო. მეშვიდე ადგილზე ენ ჰეტევეია, მერვეზე ნატალი პორტმანი, სკარლეტ იოჰანსონი კი მეთოთხმეტეზეა, რაც შეეხება ევა მენდესს, იგი მეთვრამეტე ადგილს დასჯერდა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბრიტნი სპირსისთვისაც მოიძებნა აღნიშნულ ასეულში რიცხვი, მას 25-ე ადგილი ერგო.
პირველი ადგილი კი „Victoria’s secret”–ის სუპერმოდელს, როზი ჰანტინგტონ–ვაითს ხვდა წილად. მოდელი ჰოლივუდის მსახიობის, ჯეისონ სტეტმენის მეგობარი გოგონაა.
რაც შეეხება ასეულის პირველ ოც ქალბატონს, ესენი არიან: როზი ჰანტინგტონ–ვაითი, ოლივია მუნი, კეტი პერი, კამერონ დიასი, მილა კუნისი, ბარ რაფაელი, ენ ჰეტევეი, ნატალი პორტმანი, კობი სმალდერსი, ჯენიფერ ლოურენსი, ჯორდანა ბრუსტერი, ჯენუერ ჯონსი, კეილი კუკო, სკარლეტ იოჰანსონი, ოლივია უალდი, ლეიტონ მისტერი, მეგან ფოქსი, ევა მენდესი, ანა კურნიკოვა და ტეილორ სვიფტი.
კომენტარი