ირმა ნადირაშვილი: ღარიბაშვილმა დიქტატურისკენ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი პრემიერ მინისტრს დიქტატორობაში სდებს ბრალს.
„კომპანიამ, რომელიც ტელევიზიების რეიტინგებს ზომავდა საქმიანობა შეაჩერა. ჰაკიმ ფაშამ, იგივე ირაკლი ღარიბაშვილმა დიქტატურისკენ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა.“ - წერს ნადირაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ რეიტინგების დამთვლელი კომისია ბერა ივანიშვილს დაუპირისპირდა.
კომენტარი