სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“Medvedev Girls” VS “порву за путина!”

პუტინის მხარდამჭერ ქალთა მოძრაობას – “პუტინის არმიას” და მათ უკვე სკანდალურად ცნობილ ვიდეოს: “порву за путина!”( სტატია და ვიდეო ამ თემაზე შეგიძლიათ ნახოთ აქ) მედვედევის ფან-კლუბი, სახელწოდებით “Medvedev Girls” დაუპირისპირდება.

სოციალური ქსელის “ВКонтакте” მონაწილეები პირველ აქციას პრეზიდენტის ანტიალკოჰოლური ინიციატივის მხარდასაჭერად ჩაატარებენ. აქცია, სახელწოდებით “ჩვენი პასუხი “პუტინის არმიას” - “Medvedev Girls” 4 აგვისტოს, მოსკოვში გაიმართება. „მედვედევის გოგოები“, ვერონიკა და ანა ამბობენ, რომ ფან-კლუბის შექმნის იდეა პუტინის ქალთა მოძრაობამ შთააგონათ. “დიმიტრი ანატოლევიჩის გულისათვის ჩვენ ყველაფერზე წავალთ და ყველაფერს გავაკეთებთ მისი ინიციატივების მხარდასაჭერად” – ამბობენ მედვედევის ფან-კლუბის წევრები.

ჯერჯერობით, “პუტინის არმიის” მსგავსად, ისინი, ტანსაცმლის ტანზე შემოხევას არ აპირებენ, თუმცა მათ, ვისაც ალკოჰოლი უყვარს, ალტერნატივად საკუთარ თავს სთავაზობენ – “ან ჩვენ, ან ლუდი, ამოირჩიეთ!”-აცხადებენ “Medvedev Girls” - ის აქტივისტები.

სოციალურ ქსელში კრემლის პირველი პირების მხარდასაჭერად ქალებს შორის ფრიად საინტერესო მეთოდებით ბრძოლაა გამოცხადებული. თუმცა, ჯერჯერობით, პუტინის მანდილოსნები უფრო აქტიურები არიან. ისინი საცურაო კოსტუმებში გამოწყობილები, მსურველებს, ჯერ სამამულო ავტომანქანების უფასოდ გარეცხვას სთავაზობდნენ, შემდეგ კი კონკურსი გამოაცხადეს, სახელწოდებით “порву за путина!”კონკურსში მხოლოდ ის გოგონები დაიშვებოდნენ, რომლებიც ყველაზე ორიგინალურად წარმოადგენდნენ ვიდეორგოლს, სადაც მთავრობის მეთაურის მხარდასაჭერად ტანზე ყველაფერს იხევენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100