სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოზარ სუბარი "ქართული პარტიის" თავმჯდომარე აღარ არის

სოზარ სუბარმა "ქართული პარტია" დატოვა. ამის შესახებ სოზარ სუბარმა განაცხადა, რომელიც ამ წუთებში ტელეკომპანია "მაესტროს" მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება.

მისი თქმით, პარტიიდან კარგა ხანია წამოსულია, თუმცა საჯარო განცხადება დღმდე არ გაუკეთებია. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით სუბარმა საუბარი კომენტარი არ გააკეთა.

მისი თქმით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა დაუშვებელია. თუმცა, მომხდარის იურიდიული კვალიფიკაციისგან თავს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია მაესტროსმაუწყებლობა გათიშულია. გაუგებრობა მას შემდეგ დაიწყო, რაც `ქარული პარტიის` ერთ-ერთმა ლიდერმა, ტელეკომპანია "მაესტროს" მმართველი კომპანიის მფლობელმა ეროსი კიწმარიშვილმა დღეს ტელეკომპანიის შენობა ათ უცნობ პირთან ერთად დაიკავა და იქ ტელევიზიის თანამშრომლებს არ უშვებს.

ტელევიზიასთან შეკრებილი არიან მისი თანამშრომლები, ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც, რომელიც ტელევიზიის წარმომადგენლებმა ვითარებაში გასარკვევად გამოიძახეს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100