სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სხვისი ნასროლი პიროტექნიკით 3 წლის ბავშვი დაშავდა - ქაშიბაძე

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ახალი წლის დღეებში, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მიღებული დაზიანებებით დამწვრობის ცენტრს 40-მდე პაციენტმა მიმართა.

ქაშიბაძის თქმით, კლინიკაში მოთავსება 4 პაციენტს დასჭირდა. აქედან სამი ბავშვია.

მისი განმარტებით, პიროტექნკით არ იღებენ მხოლოდ დამწვრობას, არის ნაკვეთი ჭრილობები და მოტეხილობები.

„დამწვრობის ცენტრში სამი ბავშვი მოხვდა, რომელთაც კლინიკაში რამდენიმე დღე გაატარეს. მათ დაზიანებული ჰქონდათ მარჯვენა მტევნის თითები და სახის არე. დღეს ვუკეთებთ ოპერაციას ერთ პაციენტს, რომელმაც პიროტექნიკით გაჩენილი ხანძრის შედეგად მიიღო დაზიანებები“, - აღნიშნა ქაშიბაძემ.

მისი თქმით, პიროტექნიკა მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს. ექიმის ინფორმაციით, ყველაზე პატარა პაციენტი 3 წლის ბავშვია, რომელიც სხვის მიერ ნასროლი პიროტექნიკით დაშავდა.

„პიროტექნიკის არასწორად გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება სერიოზული დაზიანება მივაყენოთ როგორც საკუთარ თავს, ისე ოჯახის წევრებს. ყველაზე პატარა პაციენტი გვყავდა 3 წლის ბავშვი, რომელსაც სხვისი ნასროლი პიროტექნიკის ნამსხვრევი მოხვდა აივანზე. ძირითადად ბავშვები იყვნენ 8 წლის ასაკიდან 14 წლამდე. ყველაზე მოზრდილი პაციენტი, რომელიც პიროტექნიკით დაშავდა, იყო 70 წლის ქალი“, - აღნიშნა ქაშიბაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100