როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს ღამიდან საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში ამინდი გაუარესდება. თბილისში 12-13 ივნისს ღამისა და საღამოს საათებში იწვიმებს.
12-13 ივნისს დასავლეთ საქართველოში შედარებით აგრილდება და გაწვიმდება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოშიც, ზოგან სეტყვაც შესაძლებელია, თუმცა მაღალი ტემპერატურული ფონი შენარჩუნდება.
თბილისში 12-13 ივნისს ღამისა და საღამოს საათებში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.
კომენტარი