"ბავშვს აქვს მოგზაურობის ისტორია, აღენიშნებოდა ხველა" - ორი თვის ჩვილი გურჯაანიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი თვის ჩვილი გადაიყვანეს.
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, მარინა კაპანაძის ინფორმაციით, ბავშვს აქვს მოგზაურობის ისტორია, აღენიშნებოდა ხველა და სხვა საეჭვო სიმპტომები, რის გამოც მისი ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანა გადაწყდა.
"ბავშვი თურქეთის მოქალაქეა, დედა ჰყავს ქართველი, აქვს თურქეთში მოგზაურობის ისტორია, ამიტომ გადაწყდა ის ბინაზე არ დაგვეტოვებინა და თბილისში გაგვეგზავნა",- განაცხადა კაპანაძემ.
მაღალი ტემპერატურით, თბილისისა და გორის საავადმყოფოებში გადაყვანილია კიდევ ორი მოქალაქე, რომელთაგან ერთს აზერბაიჯანში მოგზაურობის ისტორია აქვს, მეორეს კი შემხებლობა ჰქონდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან ქუთაისის აეროპორტში.
ყველა მათგანს კორონავირუსზე ჩაუტარდება კვლევა და პასუხი, დღეს, ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.
კომენტარი