სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დილა დასვენებას, ძალების აღდგენასა და გამოძინებას დაუთმეთ. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს. ენერგიის მომატებას საღამოსკენ იგრძნობთ.

კურო
შუადღის შემდეგ სახლში ჰარმონია დაისადგურებს. მეტი დრო დაუთმეთ შვილებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას.

ტყუპი
გაისეირნეთ, გაერთეთ. აღიდგინეთ ენერგია. მოერიდეთ ინტრიგას და ეცადეთ, არ გაეხვეთ უსიამოვნებაში.

კირჩხიბი
ყურადღება გმართებთ დეტალებისადმი. გაფრთხილდით, სენტიმენტებისა და გულჩვილობის გამო თაღლითების მსხვერპლი არ გახდეთ.

ლომი
დილა დასვენებას დაუთმეთ და საქმეების შესრულებას ნელ-ნელა შეუდექით. აკონტროლეთ ფინანსები, რომ წაგებული არ დარჩეთ.

ქალწული
გამოცდილებამ სიფრთხილე და დაკვირვება გასწავლათ. ეცადეთ, არ გააფორმოთ კავშირები. სითამამისთვის ნუ მიიღებთ ალკოჰოლს ან სხვა -0:05
დოპინგს.

სასწორი
სხვების დახმარების სურვილით, ეცადეთ, შეცდომა არ დაუშვათ და საკუთარი თავი არ დააზიანოთ. მოერიდეთ კარდინალურ ცვლილებებს.

მორიელი
ნუ გაჯიუტდებით და ნუ ეცდებით, გააგრძელოთ საქმე, რომელიც შედეგს არ მოგიტანთ. მოერიდეთ ფინანსურ და სხვა სახის ავანტიურას.

მშვილდოსანი
გადაღლილი ხართ და დასვენება გჭირდებათ. უნდა აღიდგინოთ ძალები და საკუთარი თავის რწმენა. ნუ დაუშვებთ სტრატეგიულ შეცდომებს.

თხის რქა
ნუ ჩაერევით სხვის საქმეებში, ნუ მოცდებით არაფრისმომცემ დეტალებზე. ნუ გახდებით ვინმეზე დამოკიდებული, მოერიდეთ ინტრიგებს.

მერწყული

ეცადეთ, დააკვირდეთ მოვლენებს, დეტალებს და ეცადეთ, გაერკვეთ იმ უცნაურ საქმეებსა და ვითარებაში, რომელიც თქვენ გარშემო ხდება. მოსალოდნელია მატერიალური დანაკლისი და იმედგაცრუება.

თევზები
ნუ მოექცევით სხვების გავლენის ქვეშ და ეცადეთ, არავის მიბაძოთ მავნე ჩვევების გამოყენებაში. საღამო შინ, საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100