სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სისხლიანი გარჩევა ბათუმში - დაჭრილია მერიის ყოფილი თანამშრომელი

სისხლიანი გარჩევა ბათუმში - დაჭრილია მერიის ყოფილი თანამშრომელი.

სისხლიანი გარჩევა ბათუმში. დაჭრილია მერიის ყოფილი თანამშრომელი ალეკო თევზაძე. მას ჭრილობები თავისა და ხელის არეში, სავარაუდოდ ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ცნობილია კონფლიქტში მონაწილე პირთა ვინაობაც. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატია. იგი ამჯერად "ქართული ოცნების" წევრია. ალეკო თევზაძე კლინიკიდან უკვე გაწერეს.

მისი თქმით, კონფლიქტი ბათუმში ქიმიური ტერმინალის მშენებლობას მოყვა. ალეკო თევზაძე ქიმიური ტერმინალის, მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციების ორგანიზატორი იყო. მისი დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ორი პირი. მათ გამოძიება იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჯგუფურად ჩადენას ედავება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100