სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უტაიშანი - წმინდა მთა

უტაიშანი წმინდა მთაა ჩინეთში, ერთ-ერთი ჩინური ბუდიზმის ოთხი წმინდა მთიდან. მდებარეობს ჩინეთის შანსის პროვინციაში. მთაზე განლაგებულია 53 უმნიშვნელოვანესი მონასტერი.

ოთხი წმინდა მთიდან თითოეული, მიჩნეულია ოთხი დიდი ბოდჰისატვას საცხოვრებელ ადგილად. უტაიშანი მიიჩნევა სიბრძნის ბოდჰისატვა მანჯუშრის საცხოვრებლად. ამ მთას მტკიცე ურთიერთობები აქვს ასევე ტიბეტურ ბუდიზმთან.

უტაიშანი პირველია ოთხი წმინდა მთიდან, რომელიც იდენტიფიცირებულ იქნა და ხშირად იწოდება, როგორც „პირველი ოთხ დიდ მთას შორის". მისი იდენტიფიკაცია მოახდინა ავატამასკა სუტრამ, რომელმაც მრავალი ბოდჰისატვას საცხოვრებელი აღწერა. ის წერს, რომ მანჯუშრი ცხოვრობს „ნათელ, ცივ მთაზე" ჩრდილო-დასავლეთით. სწორედ ამ ჩანაწერების შედეგად მოხდა თითოეული მთის იდენტიფიკაცია.

მთაზე წარმოდგენილი არქიტექტურა, ძირითადად, ხისგანაა ნაგები. უმთავრესი ორი მონასტერი ახ. წ. 782 - 857 წლებში აშენდა და მხოლოდ 1937-1938 წლებში იქნა აღმოჩენილი.

2000 წელს, იუნესკომ უტაიშანის მთა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100