სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ნუ გაართულებთ ურთიერთობას ბიზნესპარტნიორებთან. დიპლომატიურად მოაგვარეთ უსიამოვნებები. ახალი საქმეები თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ.

კურო
ნუ იკამათებთ უფროსთან, საყვარელ ადამიანთან. თუ რაღაც პირველ ცდაზე არ გამოგივათ, ხელს ნუ ჩაიქნევთ, გადახედეთ შეცდომებს, გამოასწორეთ და თავიდან სცადეთ.

ტყუპი
გამოცდილი ადამიანები დაიხმარეთ სირთულეების მოსაგვარებლად. იყავით დაკვირვებული და დიპლომატიური. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ, იმხიარულეთ.

კირჩხიბი
მოთმინებით აღიჭურვეთ, შეიძლება ტექნიკა გამოვიდეს მწყობრიდან. დახმარებისთვის მიმართეთ მეგობრებს. იყავით პოზიტიური და მოერიდეთ უარყოფითი ემოციების გამოხატვას

ლომი
სხვა დღისთვის გადადეთ ახალი საქმეების დაწყება, საბინაო საკითხების მოგვარება. იყავით მეტად ღიმილიანი და შეინარჩუნეთ მეგობრული დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან.

ქალწული
ნუ დაიწყებთ ახალ პროექტებს, ნუ გაესინჯებით ექიმს. მეტად დაისვენეთ ან მსუბუქი საქმეები შეასრულეთ. საღამოს შეხვდით მეგობრებს.

სასწორი
მოთმინებით აღიჭურვეთ და კიდევ ერთხელ გააკეთეთ ის საქმე, რომელიც პირველ ჯერზე არ გამოგივიდათ. ახალი გატაცება მცირე ფულს მოგიტანთ.

მორიელი
მოერიდეთ უსიამოვნობას გარშემო მყოფებთან, დაპირისპირებას პარტნიორებთან. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში.

მშვილდოსანი
რა საქმესაც უნდა აკეთებდეთ, მოთმინება და დაკვირვება გმართებთ. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას. ახალი საქმეები შესრულებამდე პარტნიორებთან ერთად განიხილეთ.

თხის რქა
გადაწყვეტილებებს "ცხელ გულზე" ნუ მიიღებთ. მაქსიმალურად მოთოკეთ ემოციები. კარგი დღეა წიგნებისა და პროგრამების შესაძენად. ყურადღება გმართებთ ტექნიკასთან და ელექტროენერგიასთან შეხებისას.

მერწყული
ენერგიული ხართ და რთული საკითხების მოგვარებაც არ გაგიჭირდებათ, მაგრამ უმჯობესია, ყველა მნიშვნელოვანი საქმე მომავლისთვის გადადოთ. საღამოს შეხვდით მეგობრებს.

თევზები
სიახლეების, სწავლის, აქტიურობის დღეა. განწყობის გასაუმჯობესებლად შეხვდით თქვენ მიმართ პოზიტიურად განწყობილ ადამიანებს. დაკვირვებულად იმუშავეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100