სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Cadillac–მა განახლებული SRX 2012 წარმოადგინა

კონცერნმა GM–მა Cadillac SRX 2012 განახლება დააანონსა. ავტომობილი ახალი, 3,6 ლიტრიანი, V6 LFX ტიპის, 308 ცხენის ძალის მქონე აგრეგატით აღიჭურვა. აღნიშნული ძრავი ექვსსაფეხურიან ტრანსმისიასთან ერთად იმუშავებს. თაყვანისმცემლებს უკანა და სრული მოჭიდების მოდელებს შორის შეეძლებათ არჩევანის გაკეთება. SRX 2012 სერიულ წარმოებაში მიმდინარე წლის აგვისტოში ჩაეშვება და მისი ღირებულება 36 060 ამერიკულ დოლარს შეადგენს. რაც 570 ამერიკული დოლარით მეტია SRX 2011–ზე. V6 ტიპის ახალ ძრავთან ერთად, ახალი ავტომობილი თანამედროვე სტანდარტების მქონე ტექნიკითაც აღიჭურვა და საბურავების 20 დიუმიანი დისკები მიიღო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100