ქართველ კინემატოგრაფისტებთან სამუშაოდ თბილისში სცენარის ცნობილი რედაქტორი ჩამოვიდა
ეროვნული კინოცენტრის მოწვევით თბილისში სცენარის ცნობილი რედაქტორი და ფილმის კონსულტანტი კრისტიან რუთი ჩამოვიდა. იგი ამჟამად კატალონიაში, ესპანეთში მოღვაწეობს და მუშაობს სცენარებზე ისეთ რეჟისორებთან როგორებიც არიან : პიტერ ვებერი ("იმპერატორი"), იასმილა ზბანიკი ("სიყვარულის კუნძული") და სალი პოტერი ("ჯინჯერი და როზა"). კრისტიან რუთთან თანამშრომლობენ ისეთი ინსტიტუტები, როგორიცაა „დოჰას კინო ინსტიტუტი" (კატარი); „Eurimages"; „ბალტიის კინოსკოლა"; „ტრანსილვანიის კინოფესტივალი"; „მედია ბიზნესის სკოლა" (ესპანეთი); „ესტონეთის კინო ინსტიტუტი"; "Frank Stein Studio” (ბარსელონა); „რეგენტის უნივერსიტეტის კინოსკოლა" (ლონდონი) და „ბინგერის ფილმის ლაბორატორია" ამსტერდამში, სადაც იგი უკვე 15 წელზე მეტია ასწავლის სტუდენტებს.კრისტიან რუთი 16-19 ნოემბერს ეროვნული კინოცენტრის კომედიური და საბავშვო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის განვითარების დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული პროექტების ავტორებთან ერთად იმუშავებს და მათ სცენარების განვითარებაში დაეხმარება.
კომენტარი