ჯონი დეპმა ვანესა პარადს უღალატა
ფრანგული პრესა ჯონი დეპს ვანესა პარადის ღალატში დებს ბრალს. ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ ჰოლივუდის მსახიობმა პარადი საკუთარი პრეს–მდივანის, რობინ ბაუმის გამო მიატოვა. ამ ბრალდების მიზეზი, 47 წლის მსახიობისა და ბევრად ახალგაზრდა ბაუმის კოცნა გახდა. როგორც პაპარაცები ირწმუნებიან, აღნიშნული ქმედება სრულიად არ იყო მეგობრული.
იმ დროისათვის როცა დეპი და რობინი ერთობოდნენ, ვანესა მსახიობის შვილებთან ერთად საფრანგეთში იმყოფებოდა. ჰოლივუდის მსახიობი აღნიშნულ ინციდენტზე კომენტარს არ აკეთებს. ამ ინფორმაციამ 39 წლის ვანესაც გააკვირვა. თუმცა მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ყოველივე ტყუილია და მიზნად სკანდალის აგორებას ისახავს. ჯონი და ვანესა ერთად ცხოვრებას განაგრძობდნენ, რომ არა ერთი ფაქტი.
ვანესა პარადი ყოველთვის ეჭვიანობდა ანჯელინა ჯოლიზე. დეპი და ჯოლი ერთად თამაშობენ ფილმში „ტურისტი“. პარადი ბევრს ეცადა მეუღლე გადაერწმუნებინა, რომ გადაღებას არ დათანხმებოდა, მაგრამ ვარსკვლავმა ყური არ ათხოვა მის თხოვნას და ვენეციაში მაინც გაემგზავრა გადაღებებზე, რამაც ოჯახური განხეთქილება გამოიწვია.
კომენტარი