სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშშ შეშფოთებულია ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარი "ძალადობრივი ინციდენტით"

ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს იმ "ძალადობრივი" ინციდენტის გამო, რომლის დროსაც, 18 მაისს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან სროლის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიჭრა.

"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს გამოიჩინოს თავშეკავებულობა, დაუყონებლივ გაუზიაროს ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის წარმომადგენლებს ყველა ხელთ არსებული დეტალი და მონაწილეობა მიიღოს ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ჯგუფის საგანგებო შეხვედრაში,“– ნათქვამია თბილისში აშშ–ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის შეღწევის გადაუდებელ აუცილებლობას,“– აცხადებს საელჩო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100