სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ დააკავეს ყოფილი პარლამენტარი რატი სამყურაშვილი?

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სამყურაშვილის აყვანა ნარკოდანაშაულისთვის მოხდა. შსს-ს პრესსამსახურის განმარტებით, სამყურაშვილი რამდენიმე პირთან ერთად დააკავეს. ყოფილ დეპუტატს ბრალი ჯერ წარდგენილი არ აქვს. ის ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

რატი სამყურაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" რიგებიდან ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ სამყურაშვილი ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის, კახი კალაძის ბავშვობის მეგობარია. ის, ჯერ კიდევ მაშინ, როცა დეპუტატი იყო, საჯაროდ ამაყობდა კახისთან მეგობრობით. კალაძე მისი მეჯვარეა. მოგვიანებით, ოპოზიციაში გადასულ მეგობარს გადაწყვეტილება დაუწუნა. თუმცა, შემდეგ მათი ურთიერთობები ისევ დათბა. უცნობია, დაინტერესდა თუ არა, სასტიკად ნაცემი მეგობრის ბედით კალაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100