EURO 2012-ის ბილეთების 41% გაყიდულია
უეფას ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთების 41% უკვე გაყიდულია. ტურნირი, რომელიც ერთდროულად ორ ქვეყანაში – უკრაინასა და პოლონეთში გაიმართება, ერთ–ერთი მათგანი იქნება, რომელზე დასასწრები ბილეთებიც, ფაქტობრივად, აღარ დარჩება გათამაშების დაწყებამდე 2–3 თვით ადრე.
მარიაკ ლუბოვსკიმ,რომელიც უკრაინული მხარის წარმომადგენელია საორგანიზაციო საკითხებში,აღნიშნა,რომ ბილეთები წარმოუდგენელი სისწრაფით იყიდება.
“584 000 ბილეთი უკვე გაყიდულია. მათ უკვე ჰყავთ,საკუთარი მფლობელები. ეს კი იმას ნიშნავს,რომ ტურნირზე დასასწრები ბილეთების 41% უკვე გაყიდულია. აღსანიშნავია,რომ გაყიდული ბილეთების 80% უკრაინელი ხალხის ხელთ არის,ადგილობრივებმა უდიდესი ყურადღება და ინტერესი გამოიჩინეს აღნიშნული ტურნირის მიმართ”, – განაცხადა საორგანიზაციო საკითხების დირექტორმა РИА “Новости”–სთვის მიცემულ ინტერვიუში.
კომენტარი