სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილი: მგონი ჩემს განცხადებებსა და გამოსვლებს ბევრი აღარ კითხულობს

ძალიან ბევრი განცხადება კეთდება შეუთანხმებლად და ხშირად დეპუტატებს განსხვავებული პოზიციები აქვთ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს პარლამენტში უმრავლესობასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

"კოორდინაცია არ არის და ძალიან ბევრი განცხადება შეუთანხმებლად კეთდება. მგონი ჩემს განცხადებებსა და გამოსვლებს ბევრი აღარ კითხულობს. განსხვავებულ პოზიციებს იჭერენ ხშირად დეპუტატები. პრინციპში ნორმალური პროცესია. აბსოლუტური უმრავლესობა ხელისუფლებაში პირველად არის, პარლამენტარებიდან ძალიან ბევრი ახალია, რაღაც დრო გავიდა და ახლა უფრო დისციპლინებულები უნდა ვიყოთ და კოორდინაცია უნდა არსებობდეს", - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის პლენარულ დარბაზში ამ წუთებში მიმდინარეობს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100