სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა

ფლორიდაში, მაიამისთან ახლოს, 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილობრივ ჩამონგრევის შემდეგ, უკვე 9 ადამიანის ცხედარი იპოვეს, 150 კი, ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.

„ჩვენ კიდევ ოთხი ადამიანის ცხედარი ვიპოვეთ. დღეის მდგომარეობით, ერთი მსხვერპლი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ასე რომ, ვადასტურებ ცხრა ადამიანის დაღუპვას. მათგან ოთხია იდენტიფიცირებული“, - ამბობს მაიამი-დეიდის მერი.

ბოლო დღეების განმავლობაში, მედიამ გაავრცელა 2018 წელს შედგენილი საინჟინრო ანგარიში, რომელშიც წერია, რომ შენობის საყრდენ ფილას „მნიშვნელოვანი სტრუქტურული დაზიანება აღენიშნებოდა და შეკეთებას საჭიროებდა. ამავე დოკუმენტის თანახმად, შენობის საპარკინგე ავტოფარეხში, ბეტონის სვეტებსა და კედლებს „უზარმაზარი ბზარები ჰქონდა“.

საცხოვრებელი სახლის ნაწილი გასული კვირის ხუთშაბათ დილას, მაშინ ჩამოინგრა, როცა მასში მცხოვრებთა უმეტესობას ჯერ კიდევ ეძინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100