გაიგზავნოს მონასტერში მოსანანიებლად - სინოდის გადაწყვეტილება მეუფე პეტრეზე
სინოდის სხდომის მდივნის, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის თქმით, წმიდა სინოდმა ერთხმად მიიღო ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს განყენების, ისევე, როგორც მოსანანიებლად მონასტერში გამწესების გადაწყვეტილება.
"სინოდმა ერთხმად მიმართა ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს, რომ მას პატრიარქის არაერთგზის შეურაცხყოფის, დაუსაბუთებელი ბრალდებების და ხშირი ცილისწამების გამო გამოეთქვა სინანული, რაზეც მან უარი განაცხადა და ეკლესიას კვლავ მხილებით დაემუქრა.
ამის გამო მის მიმართ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება:
მეუფე პეტრე გათავისუფლდეს ეპარქიის მმრთველობიდან, აეკრძალოს ღვთისმსახურება, გათვისუფლდეს წმიდა სინოდს სხდომებიდან და გაიგზავნოს მონასტერში მოსანანიებლად", - თქვა მეუფე დანიელმა.
კომენტარი