სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეკა ბესელია: ლევან ყიფიანი დაბარებული იყო დაკითხვაზე, მისცა ჩვენება, ასევე განმეორებითაც და მასთან გამოძიება მუშაობს

„მე არ ვთვლი რომ მე უნდა ველაპარაკო ლევან ყიფიანს და არა გამოძიება. ის დაბარებული იყო დაკითხვაზე, მისცა ჩვენება, ასევე განმეორებითაც და მასთან გამოძიება მუშაობს“ - განაცხადა პარლამნტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ტვ პირველის გადაცემაში „რეაქცია“

„მთავარი პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, რაც მაქვს ინფორმაცია, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და ყველა აუდიო ჩანაწერი, რაც არის ეხლა სერიალებად ნაჩვენები, არის დართული სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება მიმდინარეობს“ - განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, და უკვე გამოკითხული არიან კომპანია „ომეგას“ დამფუძნებლები და კიდევ რამდენიმე პირი.

„მათ შორის, დაკითხვაზეა მიწვეული ბატონი ოქუაშვილიც, თუმცა ის, როგორც ვიცი, პირველ ჯერზე არ გამოცხადდა და ახლა ისევ არის დაბარებული და დანიშნულია ექსპერტიზები. ჩეთვის, როგორც იურიტისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, გამოძიების მიერ გადამოწმებული, ექსპერტიზის გზით ჩატარებული დასკვნით გავიგოთ, თუ რასთან გვაქვს საქმე. საკითხები, რომელიც უკავშირდება ამ ფაქტების გადამოწმებას, მიმაჩნია, რომ უნდა მოხდეს არა პირადი და ინდივიდუალური შეხვედრებით, არამედ გამოძიებამ უნდა გააკეთოს და მან უნდა გადაამოწმოს და დაკითხოს. ამიტომ, ადვოკატის მხრიდან იყო გაკეთებული განცხადება, რომ ბრიტანული ექსპერტიზის ერთ-ერთი ბიურო, რომელიც ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ წამყვანი ქვეყნების ჩამონათვალში, აკეთებს დასკვნას, რომ ორწუთნახევრიან ჩანაწერზე არის ექვსი ჩარევა ხელოვნური - გადაბმები, ფალსიფიცირება, მონტაჟი და რომ ეს მასალა არის რეალური და არის ხელოვნურად შეკოწიწებული მასალა, მე ბუნებრივია, ლეგიტიმური კითხვები მიჩნდება, ამითაც და ამის გარეშეც, რომ შინაარსში, ვიდრე ვინმე შემიყვანს და მეუბნება, რომ საუბარი სწორია, ვიღაც სახელდება და ეს ნამდვილია თუ არა, და ვიდრე საერთოდ დასკვნებს გააკეთებდეს ადამიანი, მიჩნდება პირველი კითხვა: არის თუ არა ეს ჩანაწერი ავთენტური და რეალური? ნახეთ რა ხდება? საარჩევნო კამპანია აქვთ, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ღიად უჭერს მხარს ბატონი ოქუაშვილი, რუსთავი ორის ეთერში გადის ეს ჩანაწერები, ნაწილ-ნაწილ, სერიალებად, არ მიაქვთ გამოძიებაში და გამოძიებას არ აძლევენ ინფორმაციას, და ხდება ერთდროულად, ნაციონალური მოძრაობისა და სხვა ოპოზიცური პარტიების კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერების საბრალდებო განაჩენების მოსმენა, და რაღაც რევოლუციური სურათი და აპოკალიპსი. ამ ყველაფერს რომ ვაანალიზებ, ბუნებრივია მიჩნდება კითხვები“ - განაცხადა ბესელიამ.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ნატო ჩხაიძე მისი მოადგილეა ოპოზიციის ქვოტით, მასთან ყოველთვის ნორმალური და ჯანსაღი ურთიერთობა ჰქონდა და მას არასდროს არ უთქვამს რაიმე ზეწოლის შესახებ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100